Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პრობლემად მიიჩნევს 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას


საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მთავარ პრობლემად მიიჩნევს 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის ამსახველი ანგარიშის პრეზენტაციისას უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია ზომების მიღება ბავშვთა სიკვდილიანობის პრევენციისთვის. ომბუდსმენის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში რეაგირება არაადეკვატურია ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზეც. ნანუაშვილის თქმით, სახელმწიფოს ჯერჯერობით არ გაუთვალისწინებია სახალხო დამცველის წინადადება, რომელიც ძალადობის საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამკაცრებას შეეხება. სახალხო დამცველმა პრობლემებად დაასახელა ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების მდგომარეობა, სექსუალური ძალადობის შემთხვევები და მაღალმთიან რეგიონებში არასათანადო განათლება. რაც შეეხება მედიასაშუალებების მიერ ბავშვთა პრობლემების გაშუქებას, უჩა ნანუაშვილის თქმით, გრძელდება სამწუხარო ტენდენცია, რასაც ზოგიერთ შემთხვევაში სავალალო შედეგი მოაქვს.

XS
SM
MD
LG