Accessibility links

logo-print

აფხაზეთში ჩატარდება რეფერენდუმი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ 10 ივლისს ჩატარდება რეფერენდუმი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. სოხუმში ჩვენი რადიოს რუსულენოვან პროექტ „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის ცნობით, ხაჯიმბამ რეფერენდუმის შესახებ გამოაცხადა საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რომელიც მიეძღვნა ოპოზიციის ინიციატივას რეფერენდუმთან დაკავშირებით. ხაჯიმბა 2014 წელს აირჩიეს საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ გამოცხადებული დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტად. 19 მაისს აფხაზეთის ცენტრალურმა ხაჯიმბას გაუგზავნა რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნის ოქმი.

XS
SM
MD
LG