Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და სამი დაიჭრა


აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მოკლეს ერთი და დაჭრეს სამი უკრაინელი ჯარისკაცი. უკრაინის სამხედრო პრესმდივნის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით, სეპარატისტებმა ჭურვები დაუშინეს დონეცკის ოლქში მდებარე და უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ორ ქალაქს, ზაიცევესა და ავდივკას, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის ჯარებმა ბოლო პერიოდში რამდენიმე ადამიანი დაკარგეს ბრძოლის ინტენსიურობის მატების ფონზე. 30 მაისს ლისენკომ სეპარატისტები დაადანაშაულა „მძიმე შეიარაღების აქტიურად გამოყენებაში“. 2014 წლის აპრილში აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაღუპულია 9300-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG