Accessibility links

ევროკავშირის ელჩებმა კვლავ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება ვიზების ლიბერალიზაციაზე


ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (COREPER) დღეს ბრიუსელში გამართულ სხდომაზე კვლავ ვერ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე. ამის შესახებ იუწყება ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ საკითხის განხილვა მომავალ კვირაში განახლდება და იმედოვნებენ, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება მანამ, სანამ 10 ივლისს ლუქსემბურგში გაიმართება ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა. საქართველოსათვის ვიზების ლიბერალიზაციაზე ევროკავშირის ელჩების შეთანხმებას აბრკოლებს რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის ბელგიის, საფრანგეთისა და გერმანიის მოთხოვნა, შეიქმნას მექანიზმი, რომელიც გააადვილებს ვიზების ლიბერალიზაციის გაუქმებას, თუ ბრიუსელი ამას საჭიროდ ჩათვლის. საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხი 24 მაისსაც იყო დანიშნული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში, თუმცა ევროკავშირის ელჩებმა ვერ მიიღს გადაწყვეტილება. საქართველო იმედოვნებს, რომ ქვეყნის მოქალაქეები ზაფხულიდან შეძლებენ შენგენის ზონაში ვიზების გარეშე მოგზაურობას.

XS
SM
MD
LG