Accessibility links

logo-print

გერმანიის პარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას სომეხთა "გენოციდზე"


გერმანიის პარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომელიც ეხება ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს სომეხთა ხოცვა-ჟლეტის გენოციდად ცნობას. კანონმდებლების უმრავლესობა, სავარაუდოდ, მიემხრობა 100 წლის წინანდელი მოვლენების სომეხთა გენოციდად აღიარებას. ეს მოხდება მიუხედავად თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოანის გაფრთხილებისა, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა ზიანს მიაყენებს ორმხრივ ურთიერთობას. თურქეთი გადაჭრით უარყოფს პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების დახოცვის გენოციდად მიჩნევას. კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქსიანმა მოუწოდა გერმანელ კანონმდებლებს, უგულებელყონ ერდოანის გაფრთხილება.

XS
SM
MD
LG