Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბებმა ორი მძევალი მოკლეს


ავღანეთში თალიბებმა მოკლეს ორი ადამიანი იმ მძევლებიდან, რომლებიც მიმდინარე კვირაში ავტობუსებზე თავდასხმის შემდეგ აიყვანეს. ჩრდილოეთში მდებარე ყუნდუზის პროვინციის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, 1 ივნისს ავტოტრასასთან იპოვეს მოკლული მძევლების გვამები. ამავე წყაროს ცნობით, უშიშროების ძალებმა დაიწყეს ოპერაცია დარჩენილი რვა მძევლის გამოსახსნელად. 31 მაისს თალიბებმა, სულ ცოტა, 13 ადამიანი მოკლეს, აგრეთვე მძევლები აიყვანეს ყუნდუზში რამდენიმე ავტობუსზე თავდასხმის შემდეგ. თალიბანმა იკისრა პასუხისმგებლობა მომხდარზე და თქვა, რომ თავდასხმა მიმართული იყო უშიშროების სამსახურის წევრების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG