Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი ოფიციალურად აცხადებს, რომ წელს არ გააგზავნის მომლოცველებს მექაში


ირანი ოფიციალურად აცხადებს, რომ წელს არ გააგზავნის მომლოცველებს ჰაჯის ყოველწლიურ რიტუალზე და საუდის არაბეთს ბრალად სდებს, რომ არ უზრუნველყოფს მომლოცველების უსაფრთხოებას. ჰაჯის, ანუ მუსლიმთათვის ყველაზე წმინდა ადგილას, საუდის არაბეთში მდებარე მექაში მოსალოცად ჩასვლის გარშემო განხეთქილება დაიწყო მას შემდეგ, რაც ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა გაუარესდა შარშან მომხდარი უბედური შემთხვევის და 700-ზე მეტი ირანელი მომლოცველის დაღუპვის გამო. სულ ამ ინციდენტის დროს 2 426 ადამიანი დაიღუპა. როგორც ირანის ჰაჯისა და მომლოცველთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, საიდ ოჰადის 2 ივნისს თქვა, „საუდის არაბეთმა იცის, რომ ძვირად დაუჯდება თავისი საქციელი“. ჰაჯის რიტუალის დროს 2015 წლის კატასტროფის შემდეგ ირანი მოითხოვს უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს, მაგრამ მიმდინარე კვირაში საუდის არაბეთში უშედეგოდ დასრულდა ამ საკითხზე მოლაპარაკების მეორე რაუნდი. ითვლება, რომ ცოდვებისგან განსაწმენდად ყოველი მუსლიმი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩავიდეს მექაში.

XS
SM
MD
LG