Accessibility links

logo-print

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს 22 მაისს მომხდარი ძალადობის დამკვეთის დასჯას


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ დაისაჯოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში 22 მაისს მომხდარი ძალადობის დამკვეთი. პარტიის წარმომადგენლის ოთარ კახიძის მტკიცებით, მოძალადეთა ჯგუფმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზე თავდასხმა წინასწარ დაგეგმა. „ეს არის ჯგუფი, რომელიც ვიცე-პრემიერ კალაძის ხელმძღვანელობით სწორედ ამგვარი საქმეებისთვის ემზადება, ამიტომ გამოძიება ვერასდროს იქნება სრულყოფილი, სანამ არ დაკითხავენ კალაძეს და არ გაირკვევა ვისი დაკვეთით მოქმედებენ ისინი“ - განაცხადა კახიძემ.

XS
SM
MD
LG