Accessibility links

ლიონელ მესი პირველად გამოცხადდა სასამართლოში გადასახადებისთვის თავის არიდების ბრალდებით


ფეხბურთის ვარსკვლავი, ლიონელ მესი პირველად გამოცხადდა ბარსელონის სასამართლოში, გადასახადებისათვის თავის არიდებაში ბრალდებასთან დაკავშირებით. ეს ბრალდება ესპანეთში აქვთ წაყენებული არგენტინელ ფეხბურთელს და მამამისს, ხორხე ორაციო მესის. 4,1 მილიონი ევროს გადაუხდელობის ბრალდებით დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მათ ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მოსალოდნელია, რომ მესიც და მამამისიც გადაურჩებიან პატიმრობას, მაგრამ მსხვილი ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, ლიონელ მესი მეათე ადგილზეა განვლილი ათწლეულის ყველაზე დიდშემოსავლიან ათლეტებს შორის. მას, სავარაუდოდ, 350 მილიონამდე დოლარი აქვს მიღებული.

XS
SM
MD
LG