Accessibility links

logo-print

სტოლტენბერგი: ნატოს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია, როცა სამხედრო ძალებს ზრდის


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ სამხედრო ალიანსს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია, როცა აღმოსავლეთ ევროპაში თავის სამხედრო წარმომადგენლობას აძლიერებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა განაცხადა ბერლინში, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს არ სურს ცივი ომი და პირიქით, მიისწრაფვის რუსეთთან უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობისაკენ. მოსკოვთან ნატოს ურთიერთობა მკვეთრად არის გაუარესებული მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა. 30 მაისს ვარშავაში ვიზიტისას, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ივლისში, ნატოს ვარშავის სამიტზე განიხილავენ პოლონეთსა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში ალიანსის სამხედრო ძალების გაზრდის საკითხს.

XS
SM
MD
LG