Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ოპეკის" წევრებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ნავთობის ფასის და მოცულობის რეგულირებაზე


„ოპეკის“ ნავთობმრეწველობის მინისტრებმა ვენაში გამართულ შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს შეთანხმებას ნედლი ნავთობის ფასისა და მომარაგების მოცულობის რეგულირებაზე. 2 ივნისს საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში, მინისტრები აღნიშნავენ, რომ საჭიროა „ოპეკის“ (ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის) წევრმა ქვეყნებმა იმუშაონ ბაზრის სტაბილიზაციაზე. თუმცა მათ რაიმე გეგმა არ წარმოუდგენიათ. შეხვედრის დაწყებამდე ირანმა უარყო ზომები, რომლებსაც საუდის არაბეთი მიმართავს კოორდინაციის განახლებისა და პროდუქციის მოცულობის განსაზღვრის მიმართულებით. თეირანს სურს, საშუალება ჰქონდეს ნავთობის წარმოების იმ დონემდე გასაზრდელად, როგორიც ჰქონდა მისთვის სანქციების დაწესებამდე. ირანისათვის ბირთვული პროგრამის გამო დაწესებული ეს სანქციები წელს გაუქმდა. ვენაში „ოპეკის“ მინისტრების შეხვედრის ფონია ნავთობის ფასების ბოლოდროინდელი მატება. ბარელი ნავთობი ამჟამად, დაახლოებით, 50 დოლარი ღირს.

XS
SM
MD
LG