Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სასამართლოს რეფორმას


უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სასამართლოს რეფორმას, რომელსაც დასავლელი მხარდამჭერები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კორუფციასთან საბრძოლველად. ცვლილებების მიზანია, შემცირდეს გავლენა მოსამართლეების დანიშვნაზე და შეიღზუდოს მათი იმუნიტეტი უკანონო მოქმედების შემთხვევაში. მართლმსაჯულების სისტემაში გავრცელებული კორუფცია მიჩნეულია ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად უკრაინაში უფრო მასშტაბური რეფორმებისათვის, რომლებსაც უკავშირდება საერთაშორისო სავალუტო ფონდისაგან დახმარების, 17,5 მილიარდი დოლარის მიღება. „არ არსებობს სასამართლოს რეფორმაზე უფრო მნიშვნელოვანი რეფორმა. ის ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში რეფორმები ტარდება“, - განაცხადა პარლამენტში პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. რეფორმით გათვალისწინებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა მომდევნო 12 თვის განმავლობაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა. შეიქმნება აგრეთვე დამოუკიდებელი საბჭო, რომელსაც დაევალება მოსამართლეების შერჩევა კანდიდატების პროფესიონალიზმის და არა პოლიტიკასთან და ბიზნესთან კავშირების გათვალისწინებით.

XS
SM
MD
LG