Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორცხელის ინციდენტში მონაწილე ჯარისკაცი არმიიდან დაითხოვეს


საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ბრძანებით, შეიარაღებული ძალებიდან დაითხოვეს პირველი კლასის რიგითი ლაშა დვალიშვილი, რომელიც, სხვა პირებთან ერთად, მონაწილეობდა საშუალედო არჩევნების დროს სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში. ამის შესახებ ნათქვამია თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებაში. როგორც მინისტრი აღნიშნავს, ძალადობა და სხვისი ღირსების ხელყოფა შეიარაღებულ ძალებთან სრულიად შეუთავსებელია და ნებისმიერი პირი, როგორი დამსახურებულიც უნდა იყოს ის, შეიარაღებულ ძალებს მიღმა აღმოჩნდება უღირსი საქციელის ჩადენისთანავე.

XS
SM
MD
LG