Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო იმსჯელებს კორცხელის ინციდენტის გამო ბრალდებულ პირებზე


სასამართლო დღეს იმსჯელებს კორცხელის ინციდენტის გამო ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე. საქმეს განიხილავს ქალაქ ზუგდიდის სასამართლო, სადაც სხდომა 15 საათზე დაიწყება. პროკურატურა აპირებს სასამართლოს მიმართოს ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით. საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, საკრებულოს შუალედური არჩევნებისას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილე ექვს პირს ოფიციალური ბრალდება 1 ივნისს წარედგინა. სამინისტროს ცნობითვე, ხუთს ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით, რომელიც შეეხება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას და სასჯელად ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას,გამასწორებელ სამუშაოს, ან თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე. ამავე ინციდენტის კიდევ ერთ მონაწილეს ბრალი წარედგინა 239-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით, რომლებიც შეეხება იმავე ქმედებას ხელისუფლების წარმომადგენლის ან ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ, ცეცხლსასროლი იარაღის ან სხვა საგნის გამოყენებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე. 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნებისას, სოფელ კორცხელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

XS
SM
MD
LG