Accessibility links

logo-print

კრეტასთან ჩაიძირა გემი, რომლითაც 700-მდე მიგრანტი მიეშურებოდა ევროპისაკენ


საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან ჩაიძირა გემი, რომლითაც, სულ ცოტა, 700 მიგრანტი მიეშურებოდა ევროპისაკენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, გადაარჩინეს 250-ზე მეტი ადამიანი და ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება ასობით მგზავრი. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და თურქეთმა მარტში გააფორმეს სადავო შეთანხმება, მკვეთრად შემცირდა საბერძნეთში მიმავალი მიგრანტების რიცხვი. წელს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში ჩავიდა 205 ათასზე მეტი მიგრანტი.

XS
SM
MD
LG