Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განათლების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძეს შეცვლის ალექსანდრე ჯეჯელავა


საქართველოში თანამდებობიდან გაათავისუფლეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე. ამის შესახებ დღეს განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მინისტრობის ახალ კანდიდატად დაასახელა ალექსანდრე ჯეჯელავა. "მას აქვს ძალიან დიდი გამოცდილება როგორც საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ისე ინოვაციის სფეროში და, რაც ყველაზე მთავარია, განათლების სფეროში. იგი დღეს გახლავთ მართვის აკადემიის საბჭოს თავმჯდომარე", - განაცხადა კვირიკაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას წარდგენისას. იქვე კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა თამარ სანიკიძეს გაწეული სამუშაოსათვის. სანიკიძე - პრემიერის განცხადებით - რჩება მმართველი გუნდის წევრად და უახლოეს მომავალში იქნება "საუბარი მის ახალ მანდატზე, რომელიც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი".

XS
SM
MD
LG