Accessibility links

logo-print

ევროსაბჭო: საქართველომ წინსვლას მიაღწია ადამიანების ტრეფიკინგთან ბრძოლაში


ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, საქართველომ 2012 წლის შემდეგ წინსვლას მიაღწია ადამიანების ტრეფიკინგთან ბრძოლის, მონაცემების შეგროვებისა და დაზარალებულთა დახმარების გასაუმჯობესებლად სამართლებრივი ზომების განვითარების კუთხით. ამის შესახებ ნათქვამია ტრეფიკინგის საკითხებში ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშში, რომელიც 3 ივნისს გამოქვეყნდა. ამავე ანგარიშით, საჭიროა მეტის გაკეთება ტრეფიკინგის მსხვერპლთა ვინაობის დასადგენად, მათ დასახმარებლად და დამნაშავეთა გასასამართლებლად. ახალი ანგარიშით, ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოს მიერ 80-მდე ადამიანი იქნა ოფიციალურად იდენტიფიცირებული, როგორც ტრეფიკინგის მსხვერპლი. მათი უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეები არიან. მსხვერპლი უმეტესწილად ჩართული იყო იძულებით შრომაში, ნაწილი განიცდიდა სექსუალურ ექსპლუატაციას როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში.

XS
SM
MD
LG