Accessibility links

თბილისში სასამართლოს სხდომიდან გააძევეს "რუსთავი 2"-ის ორი ადვოკატი


თბილისის სააპელეციო სასამართლოს კოლეგიამ, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმეს განიხილავს, დღევანდელი სხდომიდან გააძევა "რუსთავი 2"-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი, ხოლო ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ჯერ 500 ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი ისიც გააძევა იმ მოტივით, რომ, მოსართლეების აზრით, ადვოკატებმა უპატივცემულობა გამოიჩინეს სასამართლოს მიმართ. მანამდე მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი კოლეგიის წევრია, უარი თქვა თვითაცილებაზე. მან სიცრუე უწოდა მის მიმართ ბრალდებებს, რომლებიც ორი დღის წინ გაავრცელა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. გვარამიას ინფორმაციით, მოსამართლე გუჯაბიძემ ჩაიდინა სავარაუდო თაღლითობა, რადგან მისთვის ბინის ქირის თანხას იხდიდა სახელმწიფო ბიუჯეტი მაშინ, როცა ის რეალურად ცხოვრობდა სახლში, რომელიც არის დედამისის სახელზე. შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ დავას. პირველმა ინსტანციამ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დავა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

XS
SM
MD
LG