Accessibility links

სასამართლომ გირაო შეუფარდა კორცხელის ინციდენტისათვის ბრალდებულ ექვსივე პირს


ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა კორცხელში მომხდარი ინციდენტისთვის ბრალდებულ ექვსივე პირს. მათგან ხუთ პირს 7000-ლარიანი გირაო, ერთს კი 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდებულებმა გირაოს თანხა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადონ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1 ივნისს წარედგინა ბრალდება საკრებულოს შუალედური არჩევნებისას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილე ექვს პირს. 22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნებისას, სოფელ კორცხელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

XS
SM
MD
LG