Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთში შეიქმნება გასამხედროებული შენაერთი რუსეთიდან საფრთხის გამო


პოლონეთი სექტემბერში დაიწყებს მოხალისეების მიღებას 35 000-კაციან გასამხედროებულ შენაერთში, რომელიც იქმნება რუსეთის აგრესიული ქმედებით შექმნილი საფრთხის გამო. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტონი მაჩერევიჩმა 2 ივნისს განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილებები შენაერთის სარდლობის სტრუქტურასა და სარდლობის შემადგენლობაზე. გასამხედროებული შენაერთის განთავსებისას, პრიორიტეტული იქნება აღმოსავლეთში მდებარე პროვინციები. შენაერთით, რომელშიც მოხალისე სამოქალაქო პირებს მიიღებენ, ოფიციალური პირების განმარტებით, გამიზნულია დაპირისპირება „ჰიბრიდულ აგრესიასთან“, როგორიც, გავრცელებული შეფასებით, რუსეთმა გამოიყენა უკრაინისაგან ყირიმის ანექსიის დროს და იყვნებს აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების დახმარებისას. პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა წელს აპრილში განაცხადა, რომ საჭიროა ახალი გასამხედროებული შენაერთის შექმნა, რადგან „პოლონეთს საფრთხეს უქმნის მეზობელი რუსეთის მოქმედებები“.

XS
SM
MD
LG