Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრეტასთან ასობით მიგრანტი გადაარჩინეს მათი გემის ჩაძირვის შემდეგ


საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან 340 მიგრანტი გადაარჩინეს მათი გემის ჩაძირვის შემდეგ. ამის შესახებ აცხადებენ საბერძნეთის ოფიციალური წარმომადგენლები. მათივე ცნობით, იპოვეს ოთხი მიგრანტის გვამები და ჯერ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი უნდა ჩაითვალოს ჯერ კიდევ დაკარგულად. ჩაძირულ გემზე მყოფი მიგრანტების საერთო რიცხვზე გავრცელებულ ცნობებში საუბარია 500-დან 700-მდე ადამიანზე. ჯერ უცნობია ისიც, თუ საიდან აიღო გემმა გეზი ევროპისაკენ. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა და თურქეთმა მარტში გააფორმეს სადავო შეთანხმება, რომელიც საბერძნეთში ჩასული მიგრანტების თურქეთში დაბრუნებას ითვალისწინებს, მკვეთრად შემცირდა საბერძნეთში მიმავალი მიგრანტების რიცხვი. წელს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში ჩავიდა 205 ათასზე მეტი მიგრანტი.

XS
SM
MD
LG