Accessibility links

პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება საპარლამენტო არჩევნების თარიღზე


საქართველოს პრეზიდენტმაგიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანებულება საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე. ამის შესახებ გამოაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა ეკა მიშველაძემ. ბრძანებულების თანახმად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები, ისევე როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, დანიშნულ იქნა 2016 წლის 8 ოქტომბრისთვის. მიშველაძის თქმით, ბრძანებულება უკვე გადაეგზავნა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, რომელმაც ასევე უნდა მოაწეროს ხელი დოკუმენტს.

XS
SM
MD
LG