Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის არმია რაყის პროვინციაში შევიდა


სირიის არმია, რუსეთის სამხედრო ავიაციის მხარდაჭერით გადავიდა რაყის პროვინციის ტერიტორიაზე, სადაც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხელმძღვანელობა და მთავარი ძალებია თავმოყრილი. ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ივნისს რუსეთის ავიაციამ მასირებული იერიში მიიტანა ექსტრემისტების პოზიციებზე ჰამას პროვინციაში. ამ მანევრმა სირიის არმიას შესაძლებლობა მისცა მიახლოებოდნენ რაყის საზღვრებს. სირიის არმიის ოფიციალურ წყაროებს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. სირიის შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქი რაყა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დეფაქტო დედაქალაქს წარმოადგენს. სირიის არმიის იერიში რაყაზე ბოლო კვირის განმავლობაში მესამე მსხვილმასშტაბიანი ოპერაციაა თვითგამოცხადებული ხალიფატის წინააღმდეგ. გასული კვირის დასაწყისში ერაყის არმიამ აშშ-ის ავიაციისა და სირიის სახალხო ლაშქრის მხარდაჭერით სცადა რაყის ხელში ჩაგდება.

XS
SM
MD
LG