Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დააკავა ეჭვმიტანილი, ვინც გეგმავდა თავდასხმებს საფრანგეთში


უკრაინის სასაზღვრო უწყების ცნობით, მაისის ბოლოს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე დააკავეს ეჭვმიტანილი ფრანგი მოქალაქე, რომელსაც აღმოაჩნდა დიდი ოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა, რაც, სავარაუდოდ, საფრანგეთში თავდასხმების განსახორციელებლად იყო გამიზნული. ფრანგულ ტელეარხ მ-6 -ის თანახმად 25 წლის მამაკაცს ჩხრეკვის დროს მანქანაში აღმოუჩინეს ყუმბარსატყორცნები და კალაშნიკოვის ტიპის ავტომატები. როიტერსის ცნობით ეჭვმიტანილი ჯერჯერობით იმყოფება უკრაინაში, რომლის ხელისუფლება პარიზისაგან ექსტრადიციის პროცესის დაწყებას ელოდება.

XS
SM
MD
LG