Accessibility links

logo-print

ერაყსა და მის შემოგარენში თავდასხმებს 15 კაცი ემსხვერპლა


ერაყის დედაქალაქ ბაღდადს და მის შემოგარენში მომხდარი რამდენიმე ტერაქტის შედეგად 15 კაცი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა. ერაყის ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის სამიზნე იყო პოლიციის საგუშაგო, რესტორანი და ორი ბაზარი. მათ შორის ყველაზე სისხლიანი იყო სამხედრო საგუშაგოზე მომხადარი თავდასხმა დედაქალაქიდან 50 კილომეტრის დაშორებულ ქალაქ ტარმიაში, სადაც 8 კაცი და იღუპა და 15 დაიჭრა. დაღუპულთა შორის 3 ერაყელი სამხედროა. აფეთქებების ფონია ერაყის არმიის მიერ წამოწყებული იერიში ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ ფალუჯას გასანთავისუფლებლად.

XS
SM
MD
LG