Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი „სომეხთა გენოციდზე“ ბრალდებას თურქეთის შანტაჟს უწოდებს


თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის თქმით, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის შესახებ ბრალდებები გამოიყენება როგორც შანტაჟი თურქეთის წინააღმდეგ. ერდოანმა ეს 4 ივნისს, მას შემდეგ განაცხადა, რომ ორი დღით ადრე გერმანიის პარლამენტმა ერთსულოვნად მიიღო რეზოლუცია, რომელიც გენოციდად მიიჩნევს სომეხთა მასობრივ ხოცვა-ჟლეტვას პირველი მსოფლიო ომის დროს. ერდოანმა დაიმუქრა, რომ ევროკავშირს მხოლოდ საკუთარი ძალებით მოუწევს მის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარება. „ჩვენ ან სამართლიანად მოვაგვარებთ ჩვენს წინაშე მდგარ პრობლემებს, ან თურქეთი აღარ შეასრულებს ბარიერის როლს ევროპის წინაშე მდგარი პრობლემების შესაკავებლად“, - განაცხადა ერდოანმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა თურქეთ-ევროკავშირის შეთანხმება, რაც მიზნად ისახავს ევროპის მიგრანტთა კრიზისის მოგვარებას.

XS
SM
MD
LG