Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელ პოლიტიკოსს სიკვდილით დაემუქრნენ სომეხთა გენოციდის რეზოლუციის გამო


გერმანიის მწვანეთა პარტიის ლიდერ გენ ოზდემირს პოლიცია იცავს მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა სომეხთა გენოციდის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო. 5 ივნისს "ველტში" გამოქვეყნებულ სტატიაში მოყვანილია პარტიის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები, რომლის თანახმად პარტიის ლიდერმა ძალიან ბევრი ისეთი მუქარა მიიღო, რასაც მანამდე ადგილი არ ჰქონია. 2 ივნისს გერმანიის ბუნდესტაგმა თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელიც გენოციდად აღიარებს 1,5 მილიონი ეთნიკუი სომხის მასობრივ ხოცვას ოსმალეთის იმპერიაში 1915 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს. თურქეთის პრეზდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა 4 ივნისს განაცხადა, რომ „სომეხთა გენოციდის პრობლემას სხვა ქვეყნები იყენებენ, როგორც თურქეთის შანტაჟის ხელსაყრელ ინსტრუმენტს“ და დასძინა, რომ გერმანიას, მის მიერ მსოფლიო ომის დროს ჩადენილი დანაშაულობების გამო, არა აქვს უფლება კომენტარი გააკეთოს სომეხთა მკვლელობაზე. 2 ივნისის კენჭისყრით, გერმანია გახდა ოცდამესამე ქვეყანა, რომელმაც გენოციდად მიიჩნია სომეხთა მასობრივი ხოცვა ოსმალეთის იმპერიაში.

XS
SM
MD
LG