Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ვაშაძემ საქართველოში ახალი პოლიტიკური ძალა დააფუძნა


საქართველოს დედაქალაქში, ღია ცის ქვეშ რუსთაველის გამზირზე ახალი პოლიტიკური ძალა დაფუძნდა. სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველოს“ ლიდერია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე და წარსულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე. მან გასული თვის დასაწყისში მიიღო ყოფილი მმართველი ძალის რიგების დატოვების გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ კაბინეტური ანკლავის მმართველობის ხელშია და შორს არის იმ იდეალებისგან, რაც მას საწყის ეტაპზე ჰქონდა. 5 ივნისს ვაშაძემ აღნიშნა, რომ ფართო კონსულტაციების გზით აპირებს მოძრაობაში ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის ჩართვას და პროგრამის ჩამოყალიბებას. ერთადერთი, ვისთანაც ახალი ძალა არ ითანამშრომლებს, პრორუსული ძალებიაო, დასძინა ვაშაძემ.

XS
SM
MD
LG