Accessibility links

ავღანეთის რეგიონულ სასამართლოზე თავდასხმას ხუთი კაცი შეეწირა


რეგიონის მთავრი პროკურორი და ოთხი სხვა პირი დაიღუპა აღმოსავლეთ ავღანეთში სასამართლოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. ლოგარის პროვინციის პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა საპასუხო სროლით მოკლეს სამი შეიარაღებული თავდამსხმელი. სროლების შედეგად დაიჭრა 19 ადამიანი. მოიერიშეებმა ქალაქ პული ალიმის სასამართლო მიზანში მას შემდეგ ამოიღეს, რაც ახლადდანიშნული პროკურორი აკმარ ნეჯატი საზოგადოების წინაშე წარსდგა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ექსტრემისტებმა სასამართლო დაწესებულებაზე თავდასხმა მას შემდეგ გააქტიურეს, რაც გასულ თვეში ავღანეთში სიკვდილით 6 მსჯავრდებული, რომელთა შორის ოთხი თალიბანი წევრი იყო.

XS
SM
MD
LG