Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ექსტრემისტები თავს დაესხნენ იარაღის მაღაზიებს


სამი ადამიანი დაიღუპა და, სულ ცოტა, ცხრა დაიჭრა ყაზახეთის ქალაქ აქტობეში მდებარე ორი იარაღის მაღაზიასა და სამხედრო ობიექტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად. როგორც ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალმას სადუბაევმა უთხრა როიტერსის სააგენტოს, თავდასხმაში ეჭვმიტანილი არიან „რადიკალური, არატრადიციული რელიგიური მოძრაობის წევრები“. ასე ყაზახეთის ოფიციოზი მოიხსენებს ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“. სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ მოკლა სამი თავდამსხმელი, ერთი კი - შეიპყრეს. მიმდინარეობს ოპერაცია შეირაღებულ თავდასხმაში მონაწილე სხვა პირებისა და მათი მხარდამჭერების გამოსავლენად.

XS
SM
MD
LG