Accessibility links

logo-print

ავღანეთში მომხდარი თავდასხმის მსხვერპლთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა


ავღანეთის ერთ-ერთ რეგიონულ სასამართლოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა შვიდამდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის არის მთავარი პროკურორი და ექვსი სხვა პირი. ლოგარის პროვინციის პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა საპასუხო სროლით მოკლეს სამი შეიარაღებული თავდამსხმელი. სროლების შედეგად დაიჭრა 19 ადამიანი. მოიერიშეებმა ქალაქ პული ალიმის სასამართლო მიზანში მას შემდეგ ამოიღეს, რაც ახლადდანიშნული პროკურორი აკმარ ნეჯატი საზოგადოების წინაშე წარსდგა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. ექსტრემისტებმა სასამართლო დაწესებულებებზე თავდასხმა მას შემდეგ გააქტიურეს, რაც გასულ თვეში ავღანეთში სიკვდილით 6 მსჯავრდებული, რომელთა შორის ოთხი თალიბანი წევრი იყო.

XS
SM
MD
LG