Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გაიზარდა ბიზნეს-სექტორის ბრუნვის მოცულობა


საქართველოში გაიზარდა ბიზნეს-სექტორის ბრუნვის მოცულობა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 15,4%-ით გაიზარდა და 12,7 მილიარდი ლარი შეადგინა. „საქსტატის“ ცნობითვე, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. კერძოდ, 2016 წლის პირველ კვარტალში მისი მოცულობა 6,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის პირველ კვარტალში მთლიანი ბრუნვის 82,8% მოდის მსხვილ, 7,6% - საშუალო და 9,7% - მცირე ბიზნესზე. „საქსტატის“ მონაცემებით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 2016 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 577,6 ათასი, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,9%-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41,% ქალია, ხოლო 59% - მამაკაცი.

XS
SM
MD
LG