Accessibility links

logo-print

ამერიკელი ჟურნალისტი და თარჯიმანი დახოცეს ავღანეთში


აშშ-ის სახელმწიფო საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი და ავღანელი თარჯიმანი მოკლეს სამხრეთ ავღანეთში თავდასხმისას. აშშ-ის სახელმწიფო საზოგადოებრივი რადიოს თანამშრომელი, დევიდ ჯილკი, არაერთი პრემიის ლაურეატი ფოტოგრაფი და ვიდეოფილმების რედაქტორი, და მისი თარჯიმანი, ზაბიულა ტამანა მოკლეს, როცა მათი თანხმლები ავღანეთის ჯარის შენაერთი სროლაში მოხვდა ქალაქ მარჯასთან, ჰელმანდის პროვინციაში. რადიოსადგურის ცნობით, მისი კიდევ ორი ჟურნალისტი იმყოფებოდა ადგილზე, მაგრამ ისინი უვნებელი გადარჩნენ. 2001 წელს აშშ-ის ჯარის ავღანეთში შეჭრის შემდეგ იქ 26 ჟურნალისტი იქნა მოკლული.

XS
SM
MD
LG