Accessibility links

logo-print

ყაზახეთში პოლიციამ ექვსი პირი მოკლა სამხედრო ნაწილზე და იარაღის საწყობზე თავდასხმისას


თავდასხმის ამსახველი კადრი

თავდასხმის ამსახველი კადრი

ყაზახეთის ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ კიდევ ხუთი პირი მოკლა და ორი დააკავა ქალაქ აქტობეში, წუხანდელი თავდასხმების დროს სამხედრო ნაწილზე და იარაღის საწყობზე. სულ, ინციდენტისას ექვსი პირი იქნა ლიკვიდირებული. ვითარება აქტობეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, სტაბილურია, საწარმოები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოქმედებს ნორმალურად.

თავდასხმები სავარაუდოდ განახორციელეს ისლამისტმა შეიარაღებულმა პირებმა. სამინისტროს ცნობით, დაწყებულია „ანტიტერორისტული ოპერაცია“. ადრე სამინისტრო იტყობინებოდა, რომორი თავდამსხმელი მოკლეს და შვიდი დააკავეს ოპერაციის დროს. ადგილობრივი მედიის თანახმად, გაძლიერებულია იარაღის საწყობების დაცვა დიდ ქალაქებში, მათ შორის ასტანასა და ალმატიში. ყაზახეთის მედიის ცნობით, აქტობეში არ მოქმედებს ინტერნეტი, რაც იმის ნიშანია, რომ ტერორისტული საფრთხის გამო „უმაღლესი დონის განგაშია“ გამოცხადებული. აქტობე რუსეთის საზღვრიდან ას კილომეტრში მდებარეობს, ამ ქალაქში 2011 წელს მოხდა ყაზახეთში თვითმკვლელის პირველი თავდასხმა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG