Accessibility links

logo-print

ჰილარი კლინტონმა პუერტო-რიკოში პრაიმერიზი მოიგო


აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გასულ შაბათ-კვირას გაიმარჯვა დემოკრატიული პარტიის ეგრეთ წოდებულ, პრაიმერიზში ვირჯინის კუნძულებსა და პუერტო-რიკოში, რის შედეგადაც გაუსწრო სენატორ ბერნი სანდერსს. კლინტონი თითქმის მიუახლოვდა პოზიციას, რომ ის დაასახელონ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად. 7 ივნისს პრაიმერი ტარდება კალიფორნიაში. თუ კლინტონმა იქაც გაიმარჯვა, მას ეყოლება საკმარისი რაოდენობის დელეგატები, რათა გახდეს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე, სადაც ის, სავარაუდოდ, დაუპირისპირდება რესპუბლიკური პარტიის კანდიდატს, დონალდ ტრამპს. რესპუბლიკური პარტია თავის კანდიდატს ივლისის შუა რიცხვებში გამოაცხადებს პარტიის ყრილობის ბოლოს.

XS
SM
MD
LG