Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გენოციდისთვის“ მხარდაჭერის შემდეგ გერმანიის მწვანეთა პარტიის ლიდერს სიკვდილით ემუქრებიან


გერმანიის მწვანეთა პარტიის ლიდერს პოლიცია იცავს მას მერე, რაც ამ ქვეყნის პარლამენტმა, ბუნდესტაგმა, ისტორიულ ოსმალეთის იმპერიაში ეთნიკურ სომხების მასობრივი ხოცვა „გენოციდად“ აღიარა. პარტიის ლიდერის, ჩემ ოზდემირის წარმომადგენელმა განუცხადა გაზეთ ველტს, რომ ასეთი რაოდენობის მუქარა მათ არასოდეს მიუღიათ. გერმანიის ბუნდესტაგმა 2 ივნისს, თითქმის ერთხმად დაუჭირა მხარი მწვანეთა პარტიის რეზოლუციას, მეოცე საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის დროს, ეთნიკური სომხების მასობრივი დახოცვის “გენოციდად“ ცნობის შესახებ. თურქეთი, რომელიც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრეა, აცხადებს, რომ სომეხთა დახოცვა სამოქალაქო არეულობის დროს მოხდა და ასეთი ქმედება არ ყოფილა დაგეგმილი მთავრობის მიერ. თურქეთის პოზიციით, დახოცილთა რიცხვი, ასეთი დიდი, როგორც დღეს ასახელებენ, მილიონნახევარი, არ ყოფილა. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოანმა განაცხადა ოთხ ივნისს, სომხების თემა მსოფლიოში გავრცელდა თურქეთის შერცხვენის მიზნითო. ჩვენ არასოდეს შევურიგდებით გენოციდად მის აღიარებს, თქვა ერდოანმა, რომელიც თვლის, რომ გერმანიას არ აქვს უფლება „სომეხთა ხოცვაზე“ ილაპარაკოსო. გერმანიის მსოფლიოს 23-ე ქვეყანაა, რომელმაც აღიარა "გენოციდად" სომეხთა დახოცვა ოსმალეთში.

XS
SM
MD
LG