Accessibility links

მუჰამედ ალის დასაფლავებამდე გაიმართება პანაშვიდი მაჰმადიანური წესით


მუჰამედ ალის ოჯახის წარმომადგენელმა გაავრცელა ცნობა, რომ კრივის ლეგენდის დასაფლავებამდე, 9 ივნისს, კენტუკის შტატში, ლუივილის სპორტის სასახლეში, გაიმართება პანაშვიდი მაჰმადიანური წესით. ცერემონია მოეწყობა ქალაქის „ფრიდომ ჰოლში“, სადაც მუჰამედ ალიმ, რომელმაც ისლამი მიიღო 1960-იან წლებში, თავისი პირველი გამარჯვება მოიპოვა პროფესიულ რინგზე 1960 წელს. ალის დასაფლავების ცერემონიაზე, 10 ივნისს, სიტყვას წარმოთქვამენ ისლამის, სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის, ასევე იუდაიზმის, ბუდიზმის და მორმონთა წარმომადგენლები. სიტყვით გამოვლენ თურქეთის პრეზიდენტი ერდოანი, იორდანიის მეფე აბდულა და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი.

XS
SM
MD
LG