Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ჭადრაკის ფედერაცია: გარდაიცვალა ლეგენდარული მოჭადრაკე ვიქტორ კორჩნოი


რუსეთის ჭადრაკის ფედერაციამ გაავრცელა ცნობა, რომ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ჭადრაკის დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი, ვიქტორ კორჩნოი. 1931 წელს ლენინგრადში დაბადებული კორჩნოი მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მოჭადრაკედ, რომელმაც ვერ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. კორჩნოი საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი იყო, ოთხჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი საბჭოთა გუნდის შემადგენლობაში, ექვსჯერ -ამავე გუნდში მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული. 1976 წელს მან საბჭოთა კავშირი დატოვა და გამოიდიოდა შვეიცარიის სახელით. მან სამჯერ ითამაშა მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ ანატოლი კარპოვთან. 1974 წელს მან წააგო კარპოვთან პრეტენდენტობისთვის მატჩი. კარპოვი ფინალში მოხვდა როცა, 1975 წელს, ამერიკელმა დიდოსტატმა, რობერტ ფიშერმა უარი თქვა დაეცვა ჩემპიონის ტიტული. კორჩნოიმ კარპოვთან მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლა ორჯერ წააგო, 1978 და 1981 წლებში. ის იყო 2006 წელს ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონი.

XS
SM
MD
LG