Accessibility links

logo-print

პოლონეთში დაიწყო ნატოსა და მისი პარტნიორების სამხედრო წვრთნები


პოლონეთში დაიწყო ნატოსა და მისი პარტნიორების სამხედრო წვრთნები „ანაკონდა 16“ - ყველაზე მასშტაბური მანევრები პოლონეთში. სამხედრო წვრთნები იმართება მაშინ, როცა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ცდილობენ, უსაფრთხოების მყარი გარანტიები მიიღონ რუსეთის სულ უფრო აგრესიული პოლიტიკის ფონზე. წვრთნებში მონაწილეობს პოლონეთის, შეერთებული შტატებისა და კიდევ 17 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი 31 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე. რუსეთი აცხადებს, რომ თავისი უსაფრთხოებისადმი მუქარად მიიჩნევს საზღვრებთან ახლოს ნატოს ჯარების ყოფნას, რის გამოც აპირებს მიმართოს საპასუხო ზომებს. ნატოს ჯარების წვრთნებს ატარებენ ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. ნატო რამდენიმე კვირაში გამართავს სამიტს ვარშავაში, სადაც გადაწყვეტენ, რამდენად გაიზრდება ალიანსის ჯარები და აღჭურვილობა პოლონეთსა და ბალტიისპირეთში.

XS
SM
MD
LG