Accessibility links

გიორგი კვირიკაშვილი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე. საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, კვირიკაშვილმა ყურადღება შეაჩერა ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით და დროულად დასრულების მნიშვნელობაზე. ამავე ცნობით, პრემიერ-მინისტრმა კანცლერ მერკელს მიუსამძიმრა გერმანიაში მომხდარი წყალდიდობის დროს ადამიანების დაღუპვის გამო.

XS
SM
MD
LG