Accessibility links

logo-print

მიხეილ ჯანელიძე სამდღიანი ვიზიტით გაემგზავრა შეერთებულ შტატებში


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამდღიანი ვიზიტით გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიხეილ ჯანელიძე შეხვდება სახელმწიფო დეპარტამენტის და კონგრესის ორივე პალატის წარმომადგენლებს და მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, რომლის დღის წესრიგშია ნატოს გაფართოებისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხები. 8 ივნისს, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ვაშინგტონში უმასპინძლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელსაც დაესწრებიან აშშ-ის პოლიტიკური წრეების, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, კვლევითი ცენტრების, კერძო სექტორის, ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG