Accessibility links

დავით ბაქრაძე: სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი თანამიმდევრულად მიმდინარეობს


სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი თანამიმდევრულად მიმდინარეობს იმ უწყებებში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ევროკავშირის საბჭოსთვის საკითხის მომზადებაზე - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ, რომელიც პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად სტრასბურგში იმყოფება. დავით ბაქრაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მაღალი დონის ვიზიტისას, როგორიც პრეზიდენტის ვიზიტია, ყურადღება კიდევ ერთხელ გამახვილდეს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მნიშვნელობაზე. „ჩვენი იმედი უკავშირდება ევროპული სტრუქტურების მხრიდანსწორი, რაციონალური და რაც მთავარია საქართველოს მოქალაქეების მიერ დამსახურებული გადაწყვეტილების მიღებას, რომლის შესახებაც ევროკომისიის მხრიდან უკვე გვაქვს პოზიტიური დასკვნა” - განაცხადა დავით ბაქრაძემ. სავიზო ლიბერალიზაციის საკითხზე 6 ივნისს, საღამოს ტელეფონით ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პროცესის წარმატებით და დროულად დასრულების მნიშვნელობას. პრესსამსახურის ცნობითვე, ამ და სხვა საკითხებს მხარეები განიხილავენ გერმანიაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტისას.

XS
SM
MD
LG