Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, ოპოზიციურ "ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნება. ამის შესახებ მან განაცხადა თბილისში ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას: "ვფიქრობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" გაუჭირდება... დიდი ალბათობით, ის ვერ შეძლებს ძირითადი ოპოზიციური ძალა იყოს და ამის საშუალება ექნება რამდენიმე სხვა პარტიას და აქვს დღესაც. ეს ყუთებთან უნდა გაირკვეს! ახლა, ანალიზით მე ამას გავაკეთებ, როცა თითოეულ პარტიას დავახასიათებ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან წინმსწრებად გეუბნებით, რომ მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნებათ", - უთხრა ტელეჟურნალისტებს ივანიშვილმა 7 ივნისს გამართული შეხვედრისას. ის შეეხო კიდევ რამდენიმე თემას, მათ შორის სამართლებრივ დავას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გარშემო და უარყო შეფასება, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს სასამართლოზე. ჟურნალისტებთან ამავე შეხვედრის დროს, ბიძინა ივანიშვილმა თავისი „ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი“ უწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს. ივანიშვილი კვლავინდებურად ფიქრობს, რომ თვითონ საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს, თუმცა ამბობს, რომ მხარდაჭერის კლების შემთხვევაში, მარტივად გავა პენსიაში.

XS
SM
MD
LG