Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში 11 ადამიანი დაიღუპა პოლიციის ავტობუსთან აფეთქების შედეგად


თურქი ოფიციალური პირების ცნობით, ცენტრალურ სტამბოლში 11 ადამიანი დაიღუპა და 36 დაიჭრა ბომბის აფეთქების შედეგად. სტამბოლის გუბერნატორის, ვასიპ შაჰინის განცხადებით, დაღუპულებს შორის შვიდი პოლიციელია და აფეთქება მოეწყო დანაღმული ავტომანქანით, რომელიც აფეთქებულ იქნა იმ მომენტში, როცა მასთან პოლიციის ავტობუსმა ჩაიარა. იერიში მოეწყო სტამბოლის უნივერსიტეტის შენობასთან და ქალაქის ისტორიულ რაიონთან დილას, პიკის საათის დროს. იუწყებიან ასევე, რომ აფეთქების შემდეგ იმავე რაიონში სროლა ისმოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ქურთისტანის მუშათა პარტიას არაერთი იერიში აქვს მიტანილი თურქეთში პოლიციისა და სამხედრო ობიექტებზე 2015 წლიდან - მას შემდეგ, რაც სამშვიდობო პროცესი ჩაიშალა. ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოც“ არაერთხელ დაუდანაშაულებიათ თურქეთში აფეთქებების გამო.

XS
SM
MD
LG