Accessibility links

ჰილარი კლინტონს საკმარისი მხარდაჭერა აქვს პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად ნომინაციისათვის


შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა, საკმარისი რაოდენობის ხმები მოიპოვა აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატად ნომინაციისათვის. ამის შესახებ 6 ივნისს გაავრცელა ინფორმაცია შეერთებული შტატების მედიამ. კლინტონის სავარაუდო ნომინაციის შემდეგ, ის დაუპირისპირდება პრეზიდენტობის ასევე სავარაუდო რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს. კლინტონმა გასული კვირის მიწურულს პუერტო რიკოში გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვებისა და ე.წ. სუპერდელეგატების მიმხრობის შედეგად გაინაღდა 2 383 დელეგატის მხარდაჭერა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ დასახელდეს პრეზიდენტობის პირველ დემოკრატ კანდიდატ ქალად. თუმცა, მისი დემოკრატი კონკურენტი ბერნი სანდერსი აცხადებს, რომ ჯერ არ აპირებს, გამოეთიშოს კონკურენციას და ურჩევნია ბოლომდე იბრძოლოს ნომინაციისათვის მომავალ თვეში, დემოკრატების ეროვნულ ყრილობამდე, ვიდრე კლინტონთან დამარცხება აღიაროს.

XS
SM
MD
LG