Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარტინ შულცი: ევროპარლამენტში ერთიანობაა საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხში


ევროპარლამენტის პრეზიდენტის, მარტინ შულცის განცხადებით, ევროპარლამენტში ერთიანობაა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ჟურნალისტებს უთხრა ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, ამის შესახებ მარტინ შულცმა განაცხადა სტრასბურგში, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დროს. „პრეზიდენტ შულცის განცხადებით, ევროპარლამენტში განსაკუთრებული ერთიანობაა საქართველოს მიმართ ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ბოლო დღეების ვიზიტების, განხილვების შედეგად პარლამენტი და მისი შესაბამისი კომიტეტი გეგმავენ, დააჩქარონ ეს პროცესი, რათა უკვე ზახფულის პერიოდში პარლამენტში ეს პროცედურები შესაბამისად დასრულდეს“, უთხრა ბაქრაძემ სტრასბურგში ქართველ ჟურნალისტებს. საქართველო იმედოვნებს, რომ ქვეყნის მოქალაქეები ამ ზაფხულიდან შეძლებენ შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას.

XS
SM
MD
LG