Accessibility links

logo-print

ყაზახეთში კვლავ ეძებენ ეჭვმიტანილებს აქტობეში 5 ივნისის თავდასხმის შემდეგ


ყაზახი ოფიციალური პირების ცნობით, გრძელდება, სულ ცოტა, ექვსი ეჭვმიტანილის ძებნა მას შემდეგ, რაც დასავლეთ ყაზახეთში გასული კვირის მიწურულს თავდასხმების შედეგად დაიღუპა 19 და დაიჭრა ათობით ადამიანი. პოლიციის ვარაუდით, დაღუპულებიდან 13 პირი მიეკუთვნებოდა თავდამსხმელებს. ისინი ქალაქ აქტობეში თავს დაესხნენ იარაღის ორ საცავს და ეროვნული გვარდიის ბაზას, მოკლეს სამი სამოქალაქო პირი და სამი გვარდიელი. ცნობების თანახმად, დაკავებულია, სულ ცოტა, ხუთი ეჭვმიტანილი. ინციდენტების შემდეგ აქტობეში გრძელდება „კონტრტერორისტული ოპერაციები“, დაიხურა დაწესებულებების ნაწილი და მოსახლეობას მოუწოდებენ, შეძლებისდაგვარად, შინ დარჩენისაკენ. ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ივნისს გამოაცხადა, რომ სამართალდამცველი ორგანოები მთელს ქვეყანაში მზადყოფნაში არიან მოყვანილი.

XS
SM
MD
LG