Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი: მთიან ყარაბაღში ზავი არასტაბილურია


აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მას სურს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება. მაგრამ, როგორც ალიევმა 7 ივნისს განაცხადა ბერლინში გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე, „რეგიონში კონფლიქტის ხაზთან ბოლოდროინდელი პროცესები აჩვენებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება სტაბილური არ არის“. ალიევმა აღნიშნა აგრეთვე, რომ ამჟამინდელი ვითარება მიუღებლად მიაჩნია. აპრილის დასაწყისში, ზავმა შეაჩერა ბრძოლა, რომელიც ოთხი დღით ადრე განახლდა მთიან ყარაბაღში და მის საზღვრებთან. ეს იყო სომხეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებსა და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის ყველაზე მძიმე დაპირისპირება მას შემდეგ, რაც 90-ანი წლების დასაწყისში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებამ შეაჩერა მხარეებს შორის სისხლისმღვრელი კონფლიქტი. გასულ თვეში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა კვლავ განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ზავსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას.

XS
SM
MD
LG