Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: 2014 წლიდან 10 ათასზე მეტი მიგრანტია დაღუპული ხმელთაშუა ზღვაში


გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის შემდეგ 10 ათასზე მეტი მიგრანტი დაიღუპა ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩასვლის მცდელობისას. გაეროს სააგენტოს ამ, 7 ივნისს გამოქვეყნებული, ანგარიშის ფონს ქმნის ევროკავშირის ძალისხმევა აფრიკიდან მიგრანტების ნაკადის შესაზღუდად. გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, რომლის გამოქვეყნებასაც წინ უსწრებდა ბოლო კვირებში ხმელთაშუა ზღვაში ასობით ადამიანის დაღუპვა, 2016 წელს მკვეთრად იმატა სიკვდილის შემთხვევებმა. წელს დაიღუპა 2814 ადამიანი.

XS
SM
MD
LG