Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი აცხადებს, რომ გაიმარჯვა პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში


აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და ყოფილი პირველი ლედი, ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ გაიმარჯვა შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატად ნომინაციისათვის ბრძოლაში. კლინტონმა ეს განცხადება გააკეთა ნიუ-იორკში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას: „ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ! ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ქალი იქნება შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ნომინანტი ერთ-ერთი წამყვანი პარტიიდან“,- განაცხადა 68 წლის ჰილარი კლინტონმა მას შემდეგ, რაც ნიუ-ჯერსის შტატში დემოკრატების შიდაპარტიულ არჩევნებში დაამარცხა ერთადერთი მეტოქე, ბერნი სანდერსი. იუწყებიან ასევე, რომ პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიულოცა კლინტონს ნომინაციისათვის ბრძოლაში გამარჯვება. თეთრი სახლის განცხადებით, ობამა კლინტონს ტელეფონით დაუკავშირდა, მან დაურეკა ბერნი სანდერსაც, რომელიც ჯერ უარს ამბობს ნომინაციისათვის ბრძოლის შეწყვეტაზე. დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე პრეზიდენტობის კანდიდატად კლინტონის, სავარაუდოდ, ოფიციალურად ნომინირების შემდეგ, ის დაუპირისპირდება პრეზიდენტობის ასევე სავარაუდო რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს, 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში.

XS
SM
MD
LG